გიგი უგულავა: ხელისუფლების პროპაგანდა ლევან ბერძენიშვილს თავის ყველაზე ჭუჭყიანი არარაობებით ებრძვის

ხელისუფლების პროპაგანდა ლევან ბერძენიშვილს თავის ყველაზე ჭუჭყიანი არარაობებით ებრძვის – ასე ეხმაურება ოპოზიციონერი გიგი უგულავა ლევან ბერძენიშვილთან დაკავშირებულ ქუჩის ინციდენტს, სადაც მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

“ხელისუფლების პროპაგანდა ლევან ბერძენიშვილს თავის ყველაზე ჭუჭყიანი არარაობებით ებრძვის. მათი ხსენებაც კი საზიზღარ შეგრძნებებს ბადებს. ეს შეგნებულად კეთდება. დააკვირდით, ბერძენიშვილის მოსაზრებებს არა რომელიმე ბიძინას “ჯეოქეისის” დავარცხნილი “ექსპერტი” ეკამათება, არამედ შეგნებულად ველურ ჭუჭყს უპირისპირებენ, რომ ამით, თავის ჭკუით, კიდევ უფრო დაამცირონ. პროვინციული ფაშიზმის საუკეთესო ტრადიციებში. ამიტომ სოლიდარობა ლევან ბერძენიშვილს, მხოლოდ ამ ჭუჭყის ხსენების გარეშე. Levan Berdzenishvili იყავით ტანკივით, როგორც ყოველთვის და ყველგან” – წერს გიგი უგულავა.

შეგახსენებთ: ტვ POSTV-ის ჟურნალისტმა ნათია ბერიძემ ლევან ბერძენიშვილს ქუჩაში სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

“ერეკლე მეფე გმირი იყო და თქვენ არაკაცი ხართ”, – ეუბნება ბერიძე ბერძენიშვილს და ამატებს, რომ ამას “მთელი საქართველოს” სახელით ამბობს.