გიორგი გახარია – ივანიშვილის ანტიდასავლური პროპაგანდის ფარგლებში მისი პარტია CNN-ს შეთქმულებაში ადანაშაულებს

პარტიის „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია აცხადებს, რომ დროა, დასავლეთი საქართველოს დემოკრატიის მხარდასაჭერად გაერთიანდეს.

გიორგი გახარია ეხმაურება ყოფილი თანაგუნდელის, პარტიის „ქართული ოცნება“ თავმჯდომარის განცხადებას და აღნიშნავს, რომ ივანიშვილის პარტია CNN-ს „ივანიშვილისა და საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულებაში“ ადანაშაულებს.

„ივანიშვილის ანტიდასავლური პროპაგანდის ფარგლებში, მისი პარტია ადანაშაულებს CNN-ს და მის ჟურნალისტს შეთქმულებაში ჩართულობაში ივანიშვილის და საქართველოს წინააღმდეგ, იმ კითხვის გამო, რაც ჟურნალისტმა დასვა ბრალდებაზე, თითქოს საქართველო ეხმარება რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში. დროა, დასავლეთი გაერთიანდეს საქართველოს დემოკრატიის მხარდასაჭერად”, – წერს გახარია „ტვიტერზე“.