გოგა ხაინდრავა: კეზერაშვილი, წერეთლები, ხაზარაძე, გრიგოლია, მელაძე და ა.შ. ცილს გვწამებენ!

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა „ტვ პირველის“ ექსკლუზიურ მასალას ეხმაურება, რომლის თანახმად „შაბათის ეთერმა“ რუსეთის ერთიანი რეესტრიდან 2023 წლის 16 იანვრით დათარიღებული ამონაწერი მოიპოვა, სადაც აღნიშნულია, რომ რუსული კორპორაციის, „სამეცნიერო საწარმოო კონცერნი – სოხუვოს მოიერიშეების“ აქციების 20%-ის მფლობელი, ქართული საწარმო „თბილავიამშენია“.

გოგა ხაინდრავა მიიჩნევს, რომ „ტვ პირველის“ წამყვანი ჟურნალისტები და მათი დამფუძნებლები საქართველოს „პარტნიორებს“ ატყობინებენ, რომ საქართველო რუსეთს სამხედრო თვითმფრინავების მოდერნიზირებაში ეხმარება, რასაც ხაინდრავა ცილისწამებას უწოდებს.

„შაბათის ეთერი“ – ანუ კეზერაშვილი, წერეთლები, ხაზარაძე, გრიგოლია, მელაძე და ა.შ. ჩვენ „პარტნიორებს“ ატყობინებენ რომ: საქართველო! არ მეშლება, სრულიად საქართველო! რუსეთს ეხმარება სამხედრო თვითმფრინავების მოდერნიზირებაში! ცილს გვწამებენ! რა ჰქვია ამას?“, – წერს გოგა ხაინდრავა .