ირაკლი კობახიძე რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობების შენარჩუნების გამო თავს იმართლებს

ირაკლი კობახიძე რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობების შენარჩუნების გამო თავს იმართლებს.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს, რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობების შენარჩუნების გამო თავის მართლება უწევს და აცხადებს, რომ ,,საქართველოდან შეტანილი საქონელი რუსეთის 2022 წლის საერთო იმპორტის მხოლოდ 0,3 (!) პროცენტს შეადგენს”.

,,შეგახსენებთ, რომ ვიდრე ჩვენს ქვეყანას რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობების შენარჩუნების გამო კიცხავენ, ევროკავშირის ქვეყნები რუსეთს იმპორტირებულ საქონელში ყოველდღიურად (!) ასეულობით მილიონ ევროს უხდიან. ამასთან, 2022 წლის თებერვალ-აგვისტოში, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გერმანიაში რუსეთიდან იმპორტი გაიზარდა 33 პროცენტით, პოლონეთში – 24 პროცენტით, იტალიაში – 100 პროცენტით …”, – ვკითხულობთ ირაკლი კობახიძის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში.

წყარო: newposts.ge