საქართველოს თავდაცვის მინისტრი შვედ კოლეგას თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერების საკითხებზე ესაუბრა.
ჯუანშერ ბურჭულაძემ პოლ ჯონსონს თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა.
სატელეფონო საუბრისას ყურადღება გამახვილდა რეგიონში შექმნილ უსაფრთხოების ვითარებასა და არსებულ საერთო გამოწვევებზე. თავდაცვის მინისტრმა შვედეთის მხარეს თავდაცვის სფეროში მტკიცე პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
კოლეგებმა თავდაცვის სფეროში არსებული წარმატებული თანამშრომლობის საკითხები დაურთიერთობის სამომავლო გეგმები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა ევროპულ დაევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს გაწევრიანების მისწრაფებებზე. მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა ამ გზაზე პარტნიორების მხარდაჭერის მნიშვნელობა და საქართველოს მიერმიღწეული პროგრესი. ჯუანშერ ბურჭულაძემ შვედეთის თავდაცვის მინისტრს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) გაძლიერების კუთხით განხორციელებული და დაგეგმილი ღონისძიებები გაააცნო და მნიშვნელოვანი კონტრიბუციისთვის მადლობა გადაუხადა.
საუბრის დასასრულს, მინისტრები ორმხრივ ფორმატში შემდეგ შეხვედრაზეც შეთანხმდნენ, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ქვეყნებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის განვითარებას.
ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.