პაველ ჰერჩინსკი – სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა არის ერთ-ერთი მთავარი პრინციპი, რაზეც ევროკავშირია დაფუძნებული

სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა არის ერთ-ერთი მთავარი პრინციპი, რაზეც ევროკავშირია დაფუძნებული. ასე რომ, ჩვენ სრულად ვცემთ პატივს სასამართლოს დამოუკიდებლობას, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

ელჩს სასამართლოსთან დაკავშირებით მოძრაობა „ხალხის ძალის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაზე დაუსვეს კითხვა.

პაველ ჰერჩინსკის თქმით, რაც შეეხება სასამართლო რეფორმას, პროცესი მიმდინარეობს, ვენეციის კომისიის მოსაზრებაზე მუშაობა გრძელდება.

„არ არის მარტივი და ყველა ქვეყანას, მათ შორის ევროკავშირის წევრ სახელწმიფოებს აქვთ მათი გადაწყვეტა. ამას ვაკვირდებით დიდი ყურადღებით. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, არის ის, რომ საქართველოს ჰქონდეს სრულად პროფესიონალი და დამოუკიდებელი სასამართლო“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.