საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელს პაველ ჰერჩინსკის შეხვდა.
მხარეებმა განიხილეს ევროკავშირის რეკომენდაციებისა და ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული საკითხების შესრულების პროგრესი, ამ მხრივ პარლამენტის 2023 წლის საგაზაფხულო სესიის გეგმები და ევროკავშირის მოლოდინები. აგრეთვე, ისაუბრეს ევროკავშირის მხრიდან 2023 წელს დაგეგმილ შეფასების პროცესზე.
ევროკავშირის ელჩმა გამოხატა საქართველოს მხარდაჭერა ევროპული ინტეგრაციის პროცესში.