2022 წლის განმავლობაში ბიუჯეტში უბილეთო მგზავრებისგან ჯარიმის სახით 2 294 426 ლარი შევიდა, ეს კი თითქმის 7-ჯერ მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
როგორც სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობებში (კონსოლიდაციის გარეშე) ვკითხულობთ, 2021 წელს უბილეთო მგზავრობის გამო დაჯარიმებული პირებისგან ბიუჯეტში 334 731 ლარის აკუმულირება მოხდა.
ცნობისათვის, თბილისში, მუნიციპალურ ტრანსპორტით, კერძოდ ავტობუსით უბილეთოდ მგზავრობაზე 20-ლარიანი ჯარიმა მოქმედებს. იმ შემთხვევაში, თუ პირი 30 დღის განმავლობაში ჯარიმას არ გადაიხდის, ეკისრება საურავი – 40 ლარი.