რუსეთის დაზვერვა – უკრაინის ჯარები ატომურ ელექტროსადგურებში დასავლურ იარაღსა და საბრძოლო მასალას ინახავენ.
„უკრაინის ჯარები ატომურ ელექტროსადგურებში დასავლურ იარაღსა და საბრძოლო მასალას ინახავენ“ – ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საგარეო დაზვერვის სამსახურში განაცხადეს.
„რუსეთს აქვს სანდო მონაცემები, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები ატომურ ელექტროსადგურებში დასავლურ იარაღს ინახავს. იქ განლაგებულია HIMARS-ის და საჰაერო თავდაცვის სისტემების რაკეტები, ასევე საარტილერიო საბრძოლო მასალა“ – იტყობინება საგარეო დაზვერვის სამსახური.
სამსახურის ცნობით, 2022 წლის ბოლოს რკინიგზით, რივნეს ატომურ ელექტროსადგურს საზღვარგარეთიდან რამდენიმე ვაგონი საბრძოლო მასალა გადაეცა.
წყარო: ptn.ge