უყრაინული მედიის ცნობით, უყრაინის მინისტრთა კაბინეტში საკადრო ცვლილებები იგეგმება. ამის შესახებ „უკრაინსკაია პრავდას“ ანონიმურმა წყარომ აცნობა.
ჟურნალისტების ცნობით, პირველი, ვისაც საკადრო ცვლილებები შეეხება, უყრაინის ენერგეტიკის მინისტრი გერმან გალუშენკოა. ასევე, შესაძლოა, თანამდებობა დაატოვებინონ სპორტის მინისტრს, ვადიმ ჰუტცაიტს და მრეწველობის სტრატეგიული სფეროების მინისტრს, პაველ რიაბიკინს.
უყრიანული მედია წერს, რომ უყრაინის პრეზიდენტის ოფისში ამ სამინიტროების გაუქმებაზე ან გაერთიანებაზე მსჯელობენ.
თავის მხრივ, უყრაინის უმაღლეს რადაში სურთ, რომ უახლოეს ხანში შეიცვალოს უყრაინის განათლების და ვეტერანების საკითხთა მინისტრებიც.
„უკრაინსკაია პრავდას“ წყაროს ცნობით, საბოლოო გადაწყვეტილებას მინისტრთა კაბინეტში ცვლილებების შესახებ უყრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი და მისი ოფისის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი მიიღებენ.