ადვოკატის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა

საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ განუცხადა.

ადვოკატის თქმით, მესამე პრეზიდენტს კორონავირუსი დღეს დაუდასტურდა.

შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, დღეს მიხეილ სააკაშვილის მონახულებას გეგმავს.