ალექსანდრ ვუჩიჩი – ევროპას სურს, დასავლეთ ბალკანეთი და სერბეთის რესპუბლიკის ტერიტორია საკუთარ ეზოდ აქციოს

ალექსანდრ ვუჩიჩი – ევროპას სურს, დასავლეთ ბალკანეთი და სერბეთის რესპუბლიკის ტერიტორია საკუთარ ეზოდ აქციოს.

ევროპა დე ფაქტო ომშია. მეტის მოთმენა აღარ შეიძლება – განაცხადა სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა.

ევროპას სურს, დასავლეთ ბალკანეთი და სერბეთის რესპუბლიკის ტერიტორია საკუთარ ეზოდ აქციოს და იქ ყველაფერი მათ ნებაზე იყოს.

„თუ ყურადღებით დავაკვირდებით ბოლო რამდენიმე თვეს რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის დაწყების შემდეგ, ეს ყველაზე დიდ პრობლემად იქცა სერბეთისთვის რუსეთისთვის სანქიების დაწესებისგან თავის არიდების და ასევე ყოველდღიური შემთხვევების გამო, რომლებიც გამოიწვია არაღიარებული კოსოვოს პრემიერმა ალბინა კურტიმ.

მოვიდა ხუთი წარმომადგენელი სამი ევროპული ქვეყნიდან : გერმანიიდან, საფრანგეთიდან და იტალიიდან. მითხრეს, რომ უნდა მიმეღო ეს გეგმა [პრიშტინასთან მოლაპარაკებების], რადგან მათ ასე სურდათ და თუ მას სრულად არ მივიღებდი ქვეყანაში შეჩერდებოდა ევროინტეგრაციის პროცესი, გაიყინებოდა ინვესტიციები და მიიღებდნენ ისეთ ყოვლისმომცველ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ზომებს, რაც დიდ ზიანს მიაყენებდა სერბეთის რესპუბლიკას” – ციტირებს ვუჩიჩი.

წყარო: tv7.ge