მოკავშირეები უყრაინას ყურადღების გადატანას ბახმუტიდან სამხრეთის მიმართულებით ურჩევენ. ინფორმაციას ამის შესახებ CNN ამერიკელ და უყრაინელ ჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებს.
“ამერიკელი და დასავლელი ოფიციალური პირები მოუწოდებენ უკრაინას აღმოსავლეთის ქალაქ ბახმუტში მრავალთვიანი სასტიკი ბრძოლიდან ყურადღება სამხრეთში პოტენციალურ შეტევაზე გადაიტანონ, საბრძოლო ქმედებების წარმოების სხვა სტილის გამოყენებით, რომელიც ცოტა ხნის წინ დასავლელი პარტნიორების მიერ შეძენილი მილიარდობით დოლარის ღირებულების ახალი სამხედრო ტექნიკის უპირატესობებს გამოიყენებდა”, – წერს CNN-ი.
გამოცემა აღნიშნავს, რომ თითქმის 6 თვის განმავლობაში ბახმუტის მიმართულებაზე ქალაქის დამცველები რუსებთან თანაბრად არიან, ხოლო ინტენსიური დაბომბვების შედეგად ქალაქი თითქმის სრულიად არის განადგურებული.
“ეს სასტიკი და დამქანცველი ბრძოლაა”, – თქვა დასავლური დაზვერვის მაღალი თანამდებობის წარმომადგენელმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ყოველ დღე მხარეები მიწის 100-400 მეტრს ცვლიან და თითქმის ყოველდღიურად რამდენიმე ათასი საარტილერიო გასროლა ხორციელდება.