„ლეოპარდის“ ტანკების უყრაინისთვის მიწოდება რუსულ-გერმანულ ურთიერთობებს არ წაადგება და მათ მომავალ განვითარებაზე აუცილებლად იმოქმედებს, – ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
„ასეთი გადაზიდვები არ არის კარგი მომავალი ურთიერთობებისთვის. ისინი, უდავოდ, დატოვებენ გარდაუვალ კვალს ამ ურთიერთობების მომავალზე”, – განაცხადა პესკოვმა, რითაც მან უპასუხა შეკითხვას, როგორ განვითარდება რუსეთ-გერმანიის ურთიერთობები, თუ ბერლინმა „ლეოპარდის“ ტანკების კიევში გაგზავნა დაამტკიცა.
პესკოვის თქმით, რუსეთ-გერმანიის ურთიერთობები ისედაც საკმაოდ დაბალ დონეზეა.