ესტონეთი რუსეთის ელჩს ქვეყნიდან აძევებს

ესტონეთი რუსეთის ელჩს აძევებს. საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, კრემლმა დიპლომატიური წარმომადგენლობა დროებითი რწუმნებულის დონემდე შეამცირა, რის საპასუხოდაც, ეს გადაწყვეტილება მიიღეს.

ელჩს ქვეყნის დატოვებისთვის ვადა 7 თებერვლამდე აქვს.

“ესტონეთი რუსეთთან ურთიერთობაში დგას პარიტეტის პრინციპზე, საიდანაც ჩვენ არ გადავუხვევთ”, – თქვა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მინისტრმა დასძინა, რომ რუსეთის ნაბიჯები ხელს არ უშლის ქვეყანას გააგრძელოს უყრაინის მხარდაჭერა, რისკენაც სხვა ქვეყნებსაც მოუწოდებს.