ნატო-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი დარწმუნებულია, რომ გერმანული ტანკების უყრაინისთვის მიწოდებასთან დაკავშირებით ალიანსი გამოსავალს უახლოეს მომავალში იპოვის.
”ომის ამ გადამწყვეტ მომენტში, ჩვენ უნდა მივაწოდოთ უკრაინას უფრო მძიმე და მოწინავე სისტემები და ეს უფრო სწრაფად უნდა გავაკეთოთ,” – განაცხადა სტოლტენბერგმა გერმანიის თავდაცვის მინისტრთან, ბორის პისტორიუსთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
მისი თქმით, გერმანიის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელთან შეხვედრაზე საბრძოლო ტანკების საკითხი განიხილეს.
“მივესალმები ჩვენს დღევანდელ დისკუსიას. განვიხილეთ საბრძოლო ტანკების საკითხი. კონსულტაციები მოკავშირეებს შორის გაგრძელდება და დარწმუნებული ვარ, ჩვენ მალე გვექნება გამოსავალი“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.