გიორგი ამილახვარი – იქნება ეს CNN, Al Jazeera თუ BBC, ტყუილი ინფორმაციის გავრცელებისთვის პასუხი უნდა მოვთხოვოთ.
„იქნება ეს CNN, Al Jazeera თუ BBC, არასწორად გაჟღერებულ ინფორმაციას უნდა ვუპასუხოთ – განაცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, გიორგი ამილახვარმა.
„იქნება ეს CNN, Al Jazeera თუ BBC, იქ სადაც გაჟღერდება ჟურნალისტის ან რესპონდენტის მხრიდან გადაუმოწმებელი ინფორმაცია, რომელიც არის ტყუილი, ჩვენ ვალდებული ვართ, ვინც არ უნდა იყოს ეს და რაოდენ დიდი თუ პატარა მედიასაშუალება და რომელ ქვეყანასაც არ უნდა წარმოადგენდეს, უბრალოდ ამას ვუპასუხოთ სიმართლით, ფაქტებით, დოკუმენტებით.
მას შემდეგ რაც რუსეთ-უკრაინის ომი დაიწყო, რიგი ევროპარლამენტარის მხრიდან, უკრაინის მაღალჩინოსნების მხრიდანაც არაერთხელ გვსმენია, რომ საქართველო არის ერთგვარი ჩიხი, კორიდორი თუ ხვრელი, სადაც ხდება სანქციების გვერდის ავლით ტვირთის შეტანა რუსეთში და ბუნებრივია, ყოველ ჯერზე ჩვენი რეაქცია იყო მყისიერი, პრინციპული და მკაცრიც. ვითხოვდით ფაქტებს და მტკიცებულებებს“ – აღნიშნა ამილახვარმა.
როგორც დეპუტატმა აღნიშნა, CNN-ის წამყვანი, ქრისტიან ამანპური ეყრდნობა იმ ე.წ შეთხზულ ამბებს, რომლის ნარატივი ბოლო ერთი წელია იქმნება, მაგრამ ეს ფაქტები არ არის გადამოწმებული.
– “სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, არ არსებობს არცერთი პატარა, იოტისოდენა მტკიცებულება და დოკუმენტიც, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში, საქართველო არის ან ტრანზიტი ან გამტარი ან რეექსპორტად გამოყენებული ქვეყანა უკანონო ტვირთებისთვის“ – აღნიშნა ამილახვარმა.
წყარო: Alt-Info