„შპიგელი“ – გერმანიის კანცლერმა უყრაინისთვის ტანკების გაგზავნის გადაწყვეტილება მიიღო

გერმანია უყრაინას Leopard 2 ტანკებს გადასცემს. ინფორმაციას ამის შესახებ გერმანული გამოცემა Spiegel-ი ავრცელებს.

Kampfpanzer Leopard 2 A5 bei einer Lehr- und Gefechtsvorführung.

გამოცემის თანახმად, საუბარია უყრაინისთვის Leopard 2A6 ტანკების მინიმუმ ერთი შენაერთის გადაცემაზე, რაც ნატოს სტანდარტებით ტექნიკის 14 ერთეულს შეადგენს.

აღინიშნება, რომ ტანკები ბუნდესვერის მარაგებიდან იქნება მიწოდებული.

ამასთან, გამოცემა წერს, რომ საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივებში შესაძლოა დამატებითი ტანკები იქნას გამზადებული გასაგზავნად იმ მარაგებიდან, რომლებიც გერმანულ მრეწველობას გააჩნია.

Spiegel-ი აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილებას, აშკარაა, წინ უძღოდა მოკავშირეებთან მრავალდღიანი კონსულტაციები, განსაკუთრებით აშშ-თან.

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი აღნიშნავდა, რომ უყრაინისთვის საბრძოლო ტანკების გადაცემას მხოლოდ სხვა ქვეყნებთან კოალიციაში განიხილავდა.