“ერთ-ერთი, ჩემთვის საყვარელი ჟურნალისტი გვიმტკიცებდა ერთ-ერთ არხზე, ენმ სრულიად არაფერი გააკეთა მიშას გამოსახსნელადო და იცით რა მაინტერესებს – ჟურნალისტებო, ენა რომ გაქვთ გადატყავებული ენმ დამუნათებით, რომელმაც 28 აქცია მოაწყო, ზოგი სეირნობად მონათლეთ და ზოგიც დაპიპინებად, ერთი მითხარით , თქვენ რა გააკეთეთ ნიკას გამოსახსნელად” – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრი, საქართველოს პარლამენტის (მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ნაციონალური მოძრაობა — დემოკრატები”) ყოფილი წევრი მეგი გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს.
თუნდაც სად დააპიპინეთ ან გაისეირნეთ და იგივე ნიკას ადგილზე, ნებისმიერი თქვენგანი რომ ყოფილიყო, ის რას გააკეთებდა? – წერს მეგი გოცირიძე.