ფაშისტები იქ არიან, სადაც თქვენს მაგივრად იღებენ გადაწყვეტილებებს, რომელთა შედეგების ფასი თქვენი გადასახდელია!

ადამიანი, რომელსაც პრეტენზია გააჩნია, “მოაზროვნედ” იწოდებოდეს, არასოდეს დაკმაყოფილდება მარტივი განმარტებებით. მთავარი ბრძოლა კი მიმდინარეობს მოაზროვნე ადამიანის პოზიციისთვის…  უკრაინას ჩვენ ვადანაშაულებთ სინდისის წინაშე ჩადენილ რიგ დანაშაულებებში, რომელთა საფუძველში, თითქოს, ისევ რუსეთის ქმედებებია – ერთი შეხედვით.

პირობითად ცივი ომის მდგომარეობიდან “ცხელზე” გადავედით და, როგორც ჩანს, ამით პროვოცირება გავუკეთეთ საპასუხო რეაქციას. თითოეულ ჩვენს ბრალდებას, მაგალითისთვის, ეკლესიის წინააღმდეგ ჩადენილ ქმედებებში, მათ შეუძლიათ პასუხის დაპირისპირება: „ეს ხომ თქვენი გადაწყვეტილებების შედეგია“.

მაგრამ, თუ მოვიშველიებთ ისტორიას, ჩემთვის აშკარაა, რომ ჩვენი გადაწყვეტილებებით მარტო დავაჩქარეთ და აშკარა გავხადეთ პროცესები, რომლებიც  მიმდინარეობდა უკრაინულ საზოგადოებაში “დამოუკიდებლობის” განმავლობაში, უფრო ზუსტად – იმ პერიოდში, როდესაც რუსეთზე მომგებიანი დამოკიდებულებიდან დასავლეთის კაბალურ დამოკიდებულებაზე გადასვლა მოხდა.

მე პირადად, როგორღაც მოვიყვანე მაგალითი ერთი ძველი მეთოდიკის მოშველიებით – დაავადების პროვოცირება. რამდენადაც მესმის, ეს გაკეთდა დაავადების ნიშნების არსებობისას, მაგრამ მისი დიაგნოსტირების შეუძლებლობით. და, როდესაც თავი იჩინა პროვოცირების მერე – მაშინ შეიძლებოდა მკურნალობის სქემის შედგენა. ამ მხრივ, სპეციალური ოპერაცია იყო სწორედ ასეთი პროვოცირება და არა განკურნების საშუალება. ახლა ბევრი დამალული სააშკარაოზე გამოვიდა და შეიძლება მკურნალობის მეთოდიკის არჩევა.

ორიოდე სიტყვის თქმა მსურს კიდევ, ნაციონალისტებთან დაკავშირებულ მითებზე,  – “ნაცნობი უკრაინელების” მოხმობით საუბრების შესახებ. ყველას ნაცნობი „საღი“ უკრაინელები ერთ ხმაში ირწმუნებიან, რომ არავითარი ფაშისტების ბრბო არ დადის მათი ქალაქების ქუჩებში და ეს ყველაფერი რუსული პროპაგანდის ნაყოფია. მაგრამ, ფაშისტთა ბრბო დადიოდეს ქუჩებში, არცაა საჭირო – მშვიდად იძინეთ და არ ინერვიულოთ: ისინი იქ არიან, სადაც თქვენს მაგივრად იღებენ გადაწყვეტილებებს, რომელთა შედეგების ფასი თქვენი გადასახდელია.

 

   ალექსანდრ ხოდაკოვსკი