კირილო ტიმოშენკომ დღეს, 24 იანვარს, ტელეგრამზე გამოაქვეყნა თანამდებობიდან წასვლის განცხადება.
ტიმოშენკო გადაწყვეტილების მიზეზს არ ასახელებს და ნდობისა და კეთილი საქმეების კეთების შესაძლებლობისთვის მადლობას უხდის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის.
მან მადლობა გადაუხადა საოლქო სამხედრო ადმინისტრაციების ხელმძღვანელებს და ქალაქების მერებს, ასევე შეიარაღებულ ძალებსა და ყველა უყრაინელს.
“მადლობა ქალაქის მერებს. კამათში კონსტრუქციული ყოფნისთვის. მადლობა პრეზიდენტის აპარატის რეგიონული პოლიტიკის დირექტორატის მაგარ გუნდს”, – წერს ის ტელეგრამზე.
ზელენსკიმ უკვე მოაწერა ხელი ტიმოშენკოს თანამდებობიდან გათავისუფლებას.