ვლადიმერ ზელენსკი – რუსეთი შურისძიებისთვის ემზადება და ძალას იკრებს, არსებობს ბელარუსის ტერიტორიიდან რუსეთის სამხედრო ძალების შეტევის ალბათობა

რუსეთი შურისძიებისთვის ემზადება და ძალას იკრებს, არსებობს ბელარუსის ტერიტორიიდან რუსეთის სამხედრო ძალების შეტევის ალბათობა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმერ ზელენსკიმ, ფინეთის პრეზიდენტთან, საული ნიინისტოსთან შეხვედრისას განაცხადა.

ზელენსკის თქმით, შეხვედრაზე განიხილეს, თუ რა სჭირდება უყრაინას ბრძოლის ველზე. ასევე, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ფინეთი უყრაინისთვის თანამედროვე დასავლური ტანკების მიწოდებას მხარს უჭერს.

„მე ვხედავ, რომ ბელარუსის მოსახლეობის უმრავლესობას, დარწმუნებული ვარ, რომ დამოუკიდებელი ბელარუსის სამხედროების უმრავლესობას, არ სურს თავდასხმა და ძალის გამოყენებით იარაღით წასვლა უკრაინული საზოგადოების წინააღმდეგ. ბელარუსზე თავდასხმას არ ვაპირებთ და არც არასდროს ვგეგმავდით. არანაირი ასეთი ზრახვები. რაც შეეხება რუსეთის ჯარებს, რომლებიც დღეს შეიძლება, იყოს ნებისმიერი სახელმწიფოს ტერიტორიაზე, რადგან თვლიან, რომ მათ აქვთ ერთგვარი „სამხედრო შენგენი“. მეჩვენება, რომ ეს დამოკიდებულია რომელიმე სახელმწიფოს მოსახლეობის პატივისცემაზე, ისევე როგორც ამა თუ იმ სახელმწიფოს ხელმძღვანელობის პატივისცემაზე, რომელსაც შეუძლია, არ დაუშვას სამხედრო, შეიარაღებული პირები თავის დამოუკიდებელ ტერიტორიაზე“, – თქვა ვლადიმერ ზელენსკიმ.