ამერიკელები აქტიურად განაგრძობენ ევროპის დეინდუსტრიალიზაციას და ევროპულ კრიზისზე დიდ სარგებელს ნახულობენ

მიჩიგანის, ჯორჯიის, ოჰაიოს და დასავლეთ ვირჯინიის წარმომადგენლებმა 2023 წლის ტურნე ევროპული ქვეყნებით დაიწყეს – მათ შორის დავოსსაც ეწვივნენ. ისინი ევროპულ კომპანიებს განსაკუთრებულ პირობებსა და დიდ სუბსიდიებს ჰპირდებიან, მათ შორის, ფედერალური მასშტაბის სუბსიდიებს ევროპული საწარმოო ობიექტების ამერიკის შეერთებულ შტატებში გადატანის სანაცვლოდ.

სწორედ 1 იავრიდან მოქმედება დაიწყო “აქტმა ინფლაციის შემცირების” შესახებ – აშშ 370-მილიარდიან სუბსიდიას გამოყოფს ეკოლოგიური, ე. წ. „მწვანე“ კომპანიებისთვის, რომლებიც ჩრდილოეთ ამერიკის ტერიტორიაზე განავითარებენ წარმოებას.

ბიზნესი უკვე იწყებს აშშ-ის შემოთავაზებებზე რეაგირებას. მაგალითისთვის, კომპანია BMW სამხრეთ კაროლინაში ელექტრომობილების გამოშვებას დაიწყებს. ნორვეგიული ფირმა Freyr, რომელიც ბატარეებს უშვებს, კაროლინაში გადაიტანს საკუთარ წარმოებას. ამერიკაში გადადიან აგრეთვე მზის პანელების სამხრეთკორეული მწარმოებლები.

ბრიუსელში აქტიურად აღშფოთდნენ იმით, რომ აშშ სარგებლობს ევროპაში არეულობით. ამერიკის სანავთობო სექტორმა გასულ წელს ჭარბი მოგება მიიღო 200 მლრდ დოლარის სახით, ევროპაში ნავთობის ექსპორტის გზით. ამერიკული სამხედრო-სამრეწველო კომპლექსიც მსუყედ შოულობს – იარაღის ევროპული მარაგის შევსებით, რომელიც გამოყენებულ იქნა უკრაინაში. დღეს კი აშშ-ს თავისთან გადააქვს ევროპული მრეწველობა.

დავოსში მაკრონმა შესჩივლა დასავლეთ ვირჯინიის სენატორს  ჯო მანჩინუს, რომ აშშ ზიანს აყენებს ფრანგულ ეკონომიკას. პასუხად, ამერიკელმა  დამცინავად შესთავაზა ევროპელებს გაიხარონ იმით, რომ ამერიკა ევროპულ ავტომრეწველობას ჯერ არ უწესებს იმპორტზე მაღალ ტარიფებს.

მაკრონი და შოლცი აშშ-ს საპასუხოდ საკუთარი სუბსიდიების შემოღებას უმზადებენ. თუმცა ვაშინგტონს ყოველივე ეს არ ანაღვლებს – უფრო მეტიც, იგი ევროპელებს მოუწოდებს ჩაერთონ სავაჭრო ომში. აშშ-ში ევროპას არ აღიქვამენ რეალურ კონკურენტად. ამავე დროს, ევროკავშირის სავაჭრო ომში შეთრევით, შესაძლებელია მისი ტარანად გამოყენება აშშ-ს ოპონენტების წინააღმდეგ. ევროპულ ეკონომიკას ეს ყოველივე კარგს არაფერს უქადის – მაგრამ მისი კრიზისი განიხილება, როგორც მისაღები თანდართული ზარალი  მოსკოვთან და პეკინთან დაპირისპირებაში.

 

“ნიუსფრონტი”