ბელარუსის ტერიტორიიდან რუსული სამხედრო თვითმფრინავების აფრენის გამო უყრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გამოცხადდა.
უყრაინული მედიის ინფორმაციით, ბელარუსის სამხედრო ბაზიდან აფრინდა „ა-50უ“-ს ტიპის შორ მანძილზე მოქმედი რადიოლოკაციური აღმოჩენის და მართვის თვითმფრინავი, რომელსაც რუსი სამხედროები თავდასხმის სამიზნეების განსაზღვრისთვის იყენებენ.
ამის შემდეგ რუსმა სამხედროებმა ბელარუსის საჰაერო სივრცეში „მიგ-31კ“-ს ტიპის სამხედრო თვითმფრინავები გაუშვეს.