ჩვენი ინიციატივა 100%-იანია და არ ვიცი უკრაინის და ნატოს ისეთი შესაძლებლობები, რომ ის წაგვართვას!

ჩემს თვალსაზრისს გამოვხატავ. არმიაში პოლკის მღვდლები – არ გახლავთ ფსიქოლოგიური მეხამრიდები, ისევე როგორც პოლიტხელები არ არიან მეხამრიდები, განსხვავებით შტატიანი ფსიქოლოგებისგან. ზოგადად, მთელი სისტემა უნდა იყოს დისციპლინას დაქვემდებარებული, თვით უკიდურესი წვრილმანების ჩათვლით, როგორც ყაზარმაში დასუთავებაა: «ჯარისკაცი იატაკის საწმენდი ჯოხის გარეშე – კრიმინალია».

განმარტება: „პოლიტხელი“ ანუ „პოლიტიკური ხელმძღვანელი“, წითელ (საბჭოთა) არმიაში აღნიშნავდა სამხედრო მეთაურის მოადგილეს პოლიტიკური მომზადების დარგში.  პოლიტხელი სამხედროების საბრძოლო-ფსიქოლოგიურ და პოლიტიკურ მდგრადობაზე ზრუნავდა.

ვფიქრობ, რომ მღვდლები პოლკში, ჯარისკაცებისთვის და ოფიცრების ეკლესიურობისთვის, «სულის თვითმომზადების» ორგანიზებისთვის არიან გამწესებულნი. ბიბლიაში და მის სწავლებაში ყველაფერი დაწერილია: აიღე, წაიკითხე, ილოცე, გაიუმჯობესე საკუთარი თავი. დიახ, მამაოებთან მიდიან კითხვებით, უფრო ხშირად მათ ეკითხებიან:  „ყველაფერს სწორად ვაკეთებ?“

ჩემი აზრით, მღვდელი ზრუნავს ჯარისკაცებსა და ოფიცრებში სინდის-ნამუსის გაღვიძებაზე.

პოლიტხელის ზრუნვის ობიექტი – საბრძოლო მომზადებაა. და არაფერი მეტი. ის ვალდებულია, საკუთარი მეთოდებით დღე და ღამე იმუშაოს ჯარისკაცებისა და ოფიცრების საბრძოლო ხელოვნების ამაღლებისთვის, სადაც პირველი ადგილი ინდივიდუალურ-აღმზრდელობით სამუშაოს უკავია.

ზოგადად, თუ პოლკში მომზადების და აღზრდის სისტემა მუშაობს, არის ტრადიცია და ხელმძღვანელობის მისამართით პატივისცემა – პოლკი დაუმარცხებელია.

რაც შეეხება რუსეთის აქტიურობის ზრდას ფრონტზე:

ეს გამოიხატება არა მარტო ჩვენი წინსვლის სურვილით. ჩვენ აქტიურად ვიბრძვით ჩვენს ზურგში ნატოს და უკრაინის სადაზვერვო სამსახურების გავლენის წინააღმდეგ.  ჩვენ ვაშენებთ თავდაცვაში მეორე ხაზს,  არა მარტო ისეთს, რომ არ შემოვუშვათ მტერი, არამედ ისეთს, რომ მოვუწყოთ სისხლიანი კვესტი, დერეფნების შექმნით ბეტონის თავშესაფრებსა და ტანკსაწინააღმდეგო თხრილებს შორის, რომელიც მიიყვანს მათ შემტევით ძალებს დანაღმულ ველებსა და საცეცხლე წერტილებამდე.

ჩვენი ინიციატივა 100%-იანია და არ ვიცი უკრაინის და ნატოს ისეთი შესაძლებლობები, რომ ის წაგვართვას.

 

ალექსანდრ სლადკოვი