დავით ქართველიშვილი: როგორ უნდა მოიქცე, როდესაც უკრაინული პრესა გატყობინებს საჯარისო ფორმირებების ლოgiსტიკურ უზრუნველყოფაზე განხორციელებულ მილიარდობით საბიუჯეტო ქურდობაზე?

მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი გაცხადებას ავრცელებს, რომელსაც  უცვლელად გთავაზობთ.

„როგორ უნდა მოიქცე, როდესაც თვეების განმავლობაში აშშ-ის კონგრესსა და მედიასივრცეში არ წყდება უკრაინის დაბრალება მისთვის განკუთვნილი შეიარაღების ბალტიისპირეთის, რუმინეთის, ალბანეთის, სერბეთის „შავი ბაზრებიდან“ სულ სხვა მიმართულებით გადანაწილების თაობაზე? აქ ორი ვარიანტია: 1) უტყუარი ფაქტებით გააქარწყლო ეს ეჭვები ან 2) რაღაც სხვა თემით შეეცადო მისი გადაფარვა;
როგორ უნდა მოიქცე, როდესაც საინფორმაციო მედიასივრცე გვამცნობს, რომ ბრიტანეთის ექს-პრემიერ ჯონსონის ვიზიტი კიევში დაკავშირებული იყო მისი უკრაინის პრეზიდენტის ოფისთან დადებული პირობების (დაპირებული პროცენტის მიღება მიწოდებულ შეიარაღებაში) ჩაშლის გამო უკმაყოფილებით, რასაც მოჰყვა კიდეც ოფისის ხელმძღვანელის მოადგილის გადადგომა? აქ ორი ვარიანტია: 1) უტყუარი ფაქტებით გააქარწყლო ეს ეჭვები ან 2) რაღაც სხვა თემით შეეცადო მისი გადაფარვა;
როგორ უნდა მოიქცე, როდესაც უკრაინული პრესა გატყობინებს საჯარისო ფორმირებების ლოჯისტიკურ უზრუნველყოფაზე განხორციელებულ მილიარდობით საბიუჯეტო ქურდობაზე? აქ ორი ვარიანტია: 1) უტყუარი ფაქტებით გააქარწყლო ეს ეჭვები ან 2) რაღაც სხვა თემით შეეცადო მისი გადაფარვა;
როგორ უნდა მოიქცე, როდესაც ღია წყაროებიდან იგებ: უკრაინაში აშშ-ს ელჩმა ბრიჯიტ ბრინკმა აცნობა პრეზიდენტ ზელენსკის – შენი მეორე ვადით არჩევა გამორიცხულია, რასაც უკვე მოჰყვა ამ „გაჩერებისკენ გამიზნული მატარებლიდან” არესტოვიჩის გადმოხტომა? აქ ორი ვარიანტია: 1) უტყუარი ფაქტებით გააქარწყლო ეს ეჭვები ან 2) რაღაც სხვა თემით შეეცადო მისი გადაფარვა;
როგორ უნდა მოიქცე, როდესაც ინფორმაციის ღია წყაროებიდან იგებ, რომ: პრეზიდენტის მეუღლე ელენა, დავოსის ფორუმზე დაკავებული იყო საოჯახო აქტივების (€2-4 მილიარდი) სარფიანი კაპიტალდაბანდების საკითხების მოგვარებით, რომ იგივე პროცესებით არიან დაკავებული – ერმაკი და პოდოლიაკი საფრანგეთსა და ბრიტანეთში, ხოლო არახამია – ამერიკაში? აქ ორი ვარიანტია: 1) უტყუარი ფაქტებით გააქარწყლო ეს ეჭვები ან 2) რაღაც სხვა თემით შეეცადო მისი გადაფარვა;
როგორ უნდა მოიქცე, როდესაც პრესაში ჟონავს ინფორმაცია, რომ FBI-ს მიერ მიმდინარეობს გამოძიება ზელენსკისა და ერმაკის შესაძლო როლის თაობაზე ლიბანში, მალიზე, სუდანში, განაში, პაკისტანსა და მიანმაში როგორც მინიმუმ $2,5 მილიარდი ღირებულების „გრადის” ტიპის რეაქტიული სისტემების გაყიდვის ფაქტზე, სადაც „ქეშად” მოიხსნა სულ მცირე $500 მილიონი? აქ ორი ვარიანტია: 1) უტყუარი ფაქტებით გააქარწყლო ეს ეჭვები ან 2) რაღაც სხვა თემით შეეცადო მისი გადაფარვა;
როგორ უნდა მოიქცე, როდესაც ინტერნეტიდან მოგდის ინფორმაცია, რომ აშშ-ში იანვრის თვეში ორპარტიული კონსენსუსის პირობებში შექმნილი განახლებული სამთავრობო კაბინეტი უკვე ახორციელებს უკრაინაში ოლიგარქებთან – ახმეტოვთან და ფირთაშთან მოლაპარაკებებს, ახალი ხელისუფლების ჩამოყალიბების მიზნით? აქ ორი ვარიანტია: 1) უტყუარი ფაქტებით გააქარწყლო ეს ეჭვები ან 2) რაღაც სხვა თემით შეეცადო მისი გადაფარვა;
როგორ უნდა მოიქცე, როდესაც მედიიდან გესმის, რომ სწორედ ახალმა ხელისუფლებამ უნდა მიაღწიოს ომის შესაჩერებელი იმ ზავის ხელმოწერას, რომელიც ერთდროულად დააკმაყოფილებს ვაშინგტონს, მოსკოვსა და პეკინს? აქ ორი ვარიანტია: 1) უტყუარი ფაქტებით გააქარწყლო ეს ეჭვები ან 2) რაღაც სხვა თემით შეეცადო მისი გადაფარვა.
როდესაც ამ ორი ვარიანტიდან, შეუძლებელია პირველზე მკაფიოდ გაცემული პასუხების მოძიება ინფორმაციის ღია წყაროებიდან, რა გაეწყობა – ვეცადოთ მეორესთან დაკავშირებით გადადგმული ნაბიჯები მაინც განვიხილოთ:
22 იანვარს პრეზიდენტმა ზელენსკიმ დააანონსა სერიოზული საკადრო გადაადგილებები
„ავი ენების“ ინფორმაციით, საკადრო „ნიჩაბზე“ ზის ჩრდილში ისედაც დიდი ხნის მყოფი პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი
„გენერატორების სკანდალში“ გახვეული, თანამდებობედან გადაყენებული და დაპატიმრებული იქნა ინფრასტრუქტურის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ვასილ ლოზინსკი
განცხადება წასვლაზე დაწერა ერმაკის მოადგილე კირილ ტიმოშენკომ
ჯარის ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სფეროში კორუფციული სკანდალის ფონზე გადადგა თავდაცვის მინისტრის მოადგილე ვიაჩესლავ შაპოვალოვი
თანამდებობა დატოვა გენერალური პროკურორის მოადგილემ ალექსი სიმონენკომ
დატოვა თანამდებობა პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა ოლექსი არესტოვიჩმა
თემებისა და ტერიტორიების განვითარების მინისტრის მოადგილეებმა – ივან ლუკარიამ და ვისჩესლავ ნეგოდამ დატოვეს თანამდებობები
დნეპრის სამხედრო საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ვალენტინ რეზნიჩენკომ – დატოვა თანამდებობა
ზაპოროჟიეს და ხერსონის ოლქების ხელმძღვანელებს: ალექსანდრე სტარუხასა და იაროსლავ იანუშევიჩს, ასევე სუმების სამხედრო საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ დმიტრი ჟივიცკის – შეუწყვიტეს უფლებამოსილება (ყველანი – კირილ ტიმოშენკოს კადრებია)
წასვლაზე განცხადება დაწერა კიევის სამხედრო საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ალექსეი კულებამ – დიდი ალბათობით პრეზიდენტის ოფისში ის სწორედ კირილ ტიმოშენკოს ჩაანაცვლებს
საქართველო „აგრძელებს” უკრაინისადმი „არამეგობრული” პოლიტიკის გატარებას, რის გამოც ის იძულებული იქნება მიმართოს საერთაშორისო თანამეგობრობას, დახმარება გაუწიოს უკრაინის მოქალაქეების ევაკუაციას საქართველოდან – მართალია, მათი ნების კატეგორიულად საწინააღმდეგოდ
ახლა კი ფინალური შეკითხვა: როგორ შეაფასებთ ამ და ჯერ კიდევ მიმდინარე „გადაფარვებს“, თუკი ზემოთ ჩამოთვლილ მნიშვნელოვან მოვლენებს რეალურად ჰქონდა და აქვს ადგილი? შეკითხვა – რიტორიკული იყო….“,-ნათქვამია ქართველიშილის განცხადებაში.