ევროკომისია არალეგალი მიგრანტების დეპორტაციის ახალ გეგმას შეიმუშავებს

ევროკომისია არალეგალი მიგრანტების დეპორტაციის ახალ გეგმაზე მუშაობს.

ბრიუსელში იმედი აქვთ, რომ შეძლებენ არალეგალი მიგრანტების დაბრუნებას იმ ქვეყნებში, რომლებთანაც ევროკავშირი თანამშრომლობს.

2022 წელს თავშესაფრის მიღების მსურველთა რაოდენობით ევროკავშირის წევრებს შორის ლიდერი გერმანიაა. ასეთი მოთხოვნების საერთო რაოდენობა შარშანდელთან შედარებით გაზრდილია 57%-ით. მეორე ადგილზეა საფრანგეთი, მესამეზე ესპანეთში. მას მოჰყვება ავსტრია, და იტალია- იუწყება „დოიჩე ველე“.

ეს სტატისტიკური მონაცემები უკრაინის მოქალაქეებს არ მოიცავს, რადგან მათ ავტომატურად აძლევენ ევროკავშირში ცხოვრების უფლებას.

მხოლოდ ბერლინში შარშან თავშესაფარი 16 000პ-მა მიგრანტმა მოითხოვა, მათგან 2 100 საქართველოდან იყო.

წყარო: itv.ge