ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რეიკიავიკის სამიტთან დაკავშირებული რეზოლუცია დაამტკიცა.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რეიკიავიკის სამიტთან დაკავშირებული რეზოლუციის პროექტში შეტანილ ცვლილებას დაუჭირა მხარი, რომელიც საქართველოს დელეგაციის მიერ იყო შეთავაზებული – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
– “მოვამზადეთ და დავაინიცირეთ სამი ცვლილება, რომელიც ითვალისწინებს კიდევ უფრო მკაფიო ჩანაწერის გაკეთებას რეზოლუციაში, რაც პრინციპში საქართველოს ოკუპაციის საკითხს, რომელიც წინ უძღოდა უკრაინაში შეჭრას, წარმოაჩენს როგორც ძალიან მნიშვნელოვანს ევროპის უსაფრთხოებისთვის.
საერთაშორისო საზოგადოება დააფიქსირებს კიდევ ერთხელ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერას და მოუწოდებს რუსეთს გაიყვანოს ჯარები საქართველოდან. დღეს მიღებული რეზოლუცია ამის მყარი საფუძველია” – განაცხადა თალაკვაძემ.
წყარო: 1tv.ge