იენს სტოლტენბერგი – „ლეოპარდი 2“-ის ტიპის ტანკები მნიშვნელოვნად გააძლიერებს უყრაინელების საბრძოლო შესაძლებლობებს

ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი მიესალმება გერმანიის განცხადებას, უყრანისთვის „ლეოპარდი 2“-ის ტიპის ტანკების გადაცემის შესახებ.

მისი თქმით, ეს „მნიშვნელოვნად გააძლიერებს უყრაინელების საბრძოლო შესაძლებლობებს“.

კითხვაზე, ამერიკული „აბრამსებისა“ და გერმანული „ლეპარდების“ უყრაინელებისთვის მიწოდებით, შეძლებს თუ არა ქვეყანა გამარჯვებას, სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ დასავლელმა მოკავშირეებმა უნდა უზრუნველყონ უფრო მეტი მხარდაჭერა, არა მხოლოდ იმის უზრუნველსაყოფად, რომ უყრაინა გადარჩეს, არამედ იმისთვისაც, რომ შეძლოს საკუთარი ტერიტორიების გათავისუფლება, გაიმარჯვოს როგორც სუვერენულმა ქვეყანამ.

„ჩვენ თუ გვსურს, უკრაინამ შეძლოს რუსეთის მომავალი თავდასხმებისგან როგორც თავის დაცვა და ჩვენ ვიცით, რომ რუსები გეგმავენ ახალ თავდასხმებს, ასევე ტერიტორიების დაბრუნება, ჩვენ უნდა მივცეთ მეტი შეიარაღება, უფრო მძიმე და თანამედროვე იარაღი“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

აღსანიშნავია, რომ გერმანიამ თანხმობა განაცხადა უყრაინას „ლეოპარდი 2“-ის ტიპის 14 ერთეული ტანკი გადასცეს და მისი ოპერირებისთვის უკრაინელი სამხედროები საკუთარ ტერიტორიაზე მოამზადოს.