კოლუმბიის პრეზიდენტი – არ განვიხილავთ უკრაინისთვის რუსული წარმოების იარაღის გადაცემას

კოლუმბიის პრეზიდენტი – არ განვიხილავთ უკრაინისთვის რუსული წარმოების იარაღის გადაცემას.

კოლუმბიის პრეზიდენტმა გუსტავო პეტრომ განაცხადა, რომ რესპუბლიკა არ განიხილავს უკრაინისთვის რუსული წარმოების იარაღის გადაცემის საკითხს – ამის შესახებ TASS-ი წერს.
„კოლუმბია არ განიხილავს ასეთ ვარიანტს” – განაცხადა პრეზიდენტმა.

– “ერთ-ერთ საუბარში გენერალმა ლორა რიჩარდსონმა და აშშ-ს სხვა წარმომადგენლებმა მითხრეს, რომ რადგან კოლუმბიას არ შეუძლია რუსული იარაღის აქტიურ მდგომარეობაში შენარჩუნება, ისინი შეაკეთებენ ამ იარაღს და უკრაინას გაუგზავნიან“ – განაცხადა პეტრომ.

პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ კოლუმბიაში რუსული ტექნიკა ცუდ მდგომარეობაშია, რადგან მისი შენარჩუნების შესაძლებლობა არ აქვთ, მაგრამ ამის მიუხედავად გუსტავო პეტრო არ არპირებს უკრაინის კონფლიქტში ჩაერთოს, რომელიმე ქვეყნის მხარე დაიჭიროს და უკრაინას საბრძოლო ტექნიკა გაუგზავნოს რა მდგომარეობაშიც არ უნდა იყოს ის.

https://news.rambler.ru/world/50088012-kolumbiya-prinyala-reshenie-po-peredache-ukraine-rossiyskogo-vooruzheniya/

წყარო: alt-info.ge