მედიის ცნობით, გერმანიაში დანით შეიარაღებული მამაკაცი მატარებლის მგზავრებს თავს დაესხა, დაღუპულია ორი ადამიანი

გერმანიის ჩრდილოეთში დანით შეიარაღებული მამაკაცი მოძრავი მატარებლის მგზავრებს თავს დაესხა. შემთხვევის შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს.

როგორც მედია წერს, თავდამსხმელი პოლიციამ სადგურზე დააკავა. ის 30 წლამდე მამაკაცია. თავდასხმის მოტივი ამ დროისთვის უცნობია.

მატარებელი კილიდან ჰამბურგში ასრულებდა რეისს.