მედიის ცნობით, უყრაინის არმიის სამხედრო ნაწილებმა ქალაქი სოლედარი დატოვეს

უყრაინის არმიის სამხედრო ნაწილებმა ქალაქი სოლედარი დატოვეს. უყრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთ დაჯგუფების სპიკერი სერგეი ჩერევატი სოლედარიდან გასვლის ზუსტ თარიღს არ აკონკრეტებს.

„რამდენიმეთვიანი მძიმე ბრძოლების შემდეგ, მათ შორის გასული კვირების განმავლობაში, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დატოვეს სოლედარი და უკან დაიხიეს გარეუბნებში წინასწარ მომზადებულ პოზიციებზე“, – თქვა უყრაინის არმიის წარმომადგენელმა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში სოლედარის დაკავების შესახებ ორი კვირის წინ განაცხადეს.