კიევის მიერ ურანის ჭურვების გამოყენება „ლეოპარდ 2“-ის ტანკებისთვის მოსკოვის მიერ განიხილება, როგორც ბინძური ბირთვული ბომბების გამოყენება, – ამის შესახებ ვენაში სამხედრო უსაფრთხოებისა და შეიარაღების კონტროლის შესახებ მოლაპარაკებებზე რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა, კონსტანტინე გავრილოვმა განაცხადა.
„ჩვენ ვაფრთხილებთ კიევის სამხედრო მანქანის დასავლელ სპონსორებს, არ წაახალისონ ბირთვული პროვოკაციები და შანტაჟი. ჩვენ ვიცით, რომ „ლეოპარდ 2“ ტანკი, ასევე ქვეითთა საბრძოლო მანქანები, ბრედლი და მარდერი აღჭურვილი არიან ქვეკალიბრული ურანის ბირთვიანი ჯავშანსატანკო ჭურვებით, რომლის გამოყენება იწვევს ტერიტორიის დაბინძურებას, როგორც ეს მოხდა იუგოსლავიასა და ერაყში. იმ შემთხვევაში, თუ ასეთი ჭურვები მიეწოდება კიევს ნატო-ს მძიმე სამხედრო აღჭურვილობისთვის, ჩვენ ამას განვიხილავთ, როგორც ბინძური ბირთვული ბომბების გამოყენებას რუსეთის წინააღმდეგ, ყველა შემდგომი შედეგით“, – განაცხადა რუსმა დიპლომატმა ეუთო-ს უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის ფორუმზე გამოსვლისას.
გავრილოვის განცხადებით, დასავლეთის ქვეყნებმა აიძულეს გერმანია მიეღო გადაწყვეტილება უკრაინისთვის ჯავშანტექნიკის გადაცემის შესახებ.