ჰომოსექსუალობა დანაშაული არ არის. ამის შესახებ რომის პაპმა ფრანცისკემ Associated Press-თან ინტერვიუში განაცხადა.
თავის ინტერვიუში რომის პაპმა მხარი დაუჭირა LGBT თემს და გააკრიტიკა კანონები, რომლებიც ერთსქესიანი ურთიერთობებისთვის სისხლის სამართლის დანაშაულს გულისხმობენ.
“იყო ჰომოსექსუალი – დანაშაული არ არის. ეს დანაშაული არ არის, კი, მაგრამ ცოდვაა. კარგი, მაგრამ თავდაპირველად სხვაობა უნდა გავავლოთ ცოდვასა და დანაშაულს შორის. ცოდვა ასევე არის ერთმანეთისადმი გულმოწყალების არქონა”, – თქვა რომის პაპმა.
მან აღნიშნა, რომ ახლა კათოლიკური ეკლესიის ზოგიერთი ეპისკოპოსი მხარს უჭერს ერთსქესიანი ურთიერთობების დისკრედიტაციასა და კრიმინალიზებას. მან ასეთი პოზიცია დაგმო და აღნიშნა, რომ “ღმერთს ისეთები ვუყვარვართ, როგორებიც ვართ”.