საგარეო სამინისტრო: უყრაინის საგარეო უწყებაში საქართველოს ელჩს დაუდასტურეს, რომ ვერ ხედავენ საფრთხეს საქართველოში უყრაინის მოქალქეების ყოფნასთან დაკავშირებით

უყრაინაში საქართველოს ელჩი გიორგი ზაქარაშვილი უყრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს  ევგენი პერებიინისს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველო-უყრაინის ორმხრივი ურთიერთობის მიმდინარე საკითხებზე, ქართული მხარის მიერ კიდევ ერთხელ დაფიქსირდა საქართველოს მხარდაჭერა და სოლიდარობა უკრაინის მიმართ.

უყრაინულმა მხარემ მადლიერება გამოხატა საქართველოს მიმართ როგორც პოლიტიკური მხარდაჭერის ასევე ომის პერიოდში გაწეული მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული დახმარებისთვის. მათ შორის უყრაინის მხრიდან გამოითქვა მადლიერება უყრაინელი ლტოლვილების მიღებასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ უყრაინა და უყრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო  მადლობელია ქართული  მხარის მიმართ, უყრაინის მოქალაქეების  საქართველოში მიღებისა და მათი დახმარებისთვის და საქართველოში უყრაინის მოქალაქეების ყოფნასთან დაკავშირებით ვერანირ საფრთხეს ვერ ხედავს.