სალომე ზურაბიშვილი ზელენსკის – თქვენი გამარჯვება, ჩვენი გამარჯვება იქნება

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უყრაინის პრეზიდენტს ვლადიმერ ზელენსკის დაბადების დღეს ულოცავს.

პრეზიდენტი ზელენსკის „დაუღალავ ბრძოლაში“ სიძლიერეს უსურვებს. პრეზიდენტის თქმით, უყრაინის გამარჯვება საქართველოს გამარჯვება იქნება.

“ბატონო პრეზიდენტო, გილოცავთ დაბადების დღეს და გისურვებთ, რომ მომავალი დაბადების დღე თავისუფალ და გაერთიანებულ უკრაინაში გეზეიმოთ!

გისურვებთ სიძლიერესა და გამძლეობას თავისუფლებისა და სუვერენიტეტისათვის ამ დაუღალავ ბრძოლაში!

თქვენი გამარჯვება, ჩვენი გამარჯვება იქნება! დიდება უკრაინას!“, – წერს პრეზიდენტი „ტვიტერზე“.

უყრაინის პრეზიდენტი, ვლადიმერ ზელენსკი დღეს 45 წლის გახდა.