საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო – ჩვენთვის უცნობია რა მოლაპარაკებაზე საუბრობს სოჭის პორტის ადმინისტრაცია

საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო – ჩვენთვის უცნობია რა მოლაპარაკებაზე საუბრობს სოჭის პორტის ადმინისტრაცია.

საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო სოჭის საზღვაო ნავსადგურის გენერალური დირექტორის მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება.

– “მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელიც შეეხება საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის საზღვაო სამგზავრო მიმოსვლის დაწყებას, ვაცხადებთ, რომ საქართველოს რუსეთის საზღვაო ნავსადგურებთან საზღვაო სამგზავრო მიმოსვლა არ აქვს და არც რუსულ მხარეს არ მოუმართავს ქართული მხარისათვის. შესაბამისად, ჩვენთვის უცნობია რა მოლაპარაკებაზე საუბრობს სოჭის პორტის ადმინისტრაცია” – ნათქვამია საქარეთველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს განცხადებაში.

ცნობისთვის, სოჭის საზღვაო ნავსადგურის გენერალურმა დირექტორმა იური ვლადიმეროვმა TASS-ს განუცხადა, რომ სოჭის საზღვაო ნავსადგური მოლაპარაკებებს აწარმოებს შავ ზღვაზე საქართველოსა და თვითგამოცხადებული აფხაზეთის რესპუბლიკის მიმართულებით სამგზავრო მიმოსვლის თაობაზე.

წყარო: newposts.ge