უყრაინა დასავლეთისგან F-16 ტიპის ავიაგამანადგურებლების მიღებას შეეცდება

ამერიკული „აბრამსისა“ და გერმანული „ლეოპარდის“ ტანკების შემდეგ, უყრაინა დასავლეთისგან, F-16 ტიპის ავიაგამანადგურებლების მიღებას შეეცდება. ამის შესახებ უყრაინის თავდაცვის მინისტრის მრჩეველმა, იური საკმა „როიტერთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„შემდეგი დაბრკოლება ავიაგამანადგურებლები გახდება. თუ მათ მივიღებთ, ბრძოლის ველზე უპირატესობა უზარმაზარი იქნება. საუბარია არამხოლოდ F-16-ზე, ჩვენ გვჭირდება მეოთხე თაობის თვითმფრინავები“, – ციტირებს „როიტერი“ იური საკს.

უყრაინის თავდაცვის მინისტრის მრჩევლის თქმით, ბირთვული იარაღის გარდა, მათ შესაძლოა, ნებისმიერი იარაღი მიიღონ.