უყრაინის ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ ქრთამის აღების ბრალდებით ოდესის ოლქის ქალაქ რენის მერი იგორ პლეხოვი დააკავა. გავრცელებული ინფორმაციით, იგორ პლეხოვმა ქრთამის სახით 50 000 დოლარი აიღო. 50 000 დოლარის უკანონო გზით მიღების ბრალდებით ასევე დაკავებულია ადგილობრივი საკრებულოს წევრი.
უყრაინული მედია წერს, რომ საწყობებისთვის მიწის ნაკვეთის ქირავნობის საკითხის გადასაჭრელად „დახმარებისთვის“ ჩინოსნები 100 000 აშშ დოლარს ითხოვდნენ.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ ზაპოროჟიეს, კიროვოგრადის, პოლტავის, სუმისა და ჩერნიგოვის რაიონული პროკურატურის ხელმძღვანელებმა თანამდებობები დატოვეს.
პარალელურად, უყრაინული მედიის ცნობით, სასურსათო კონტრაქტებთან დაკავშირებული სკანდალის გამო, თავდაცვის მინისტრის მოადგილის შემდეგ თანამდებობა დატოვა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის დირექტორმა.