ვლადიმერ ზელენსკი – მადლობა აშშ-ს პრეზიდენტს მორიგი მტკიცე გადაწყვეტილებისთვის, მიაწოდოს უყრაინას „აბრამსის“ ტანკები

უყრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი ამერიკელ კოლეგას „M1 აბრამსის“ ტიპის ტანკებისთვის მადლობას უხდის. ზელენსკის თქმით, „აბრამსების“ მიწოდება მნიშვნელოვანი ნაბიჯია რუსეთის დამარცხებისთვის.

„მადლობა აშშ-ს პრეზიდენტს მორიგი მტკიცე გადაწყვეტილებისთვის, მიაწოდოს უკრაინას „აბრამსის“ ტანკები. მადლობა ამერიკელ ხალხს ხელმძღვანელობის ძლიერი მხარდაჭერისთვის. ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი რუსული აგრესიის დამარცხებისკენ. ახლა თავისუფალი სამყარო უფრო ერთიანია, ვიდრე ოდესმე საერთო მიზნის, უკრაინის დამპყრობლებისგან გათავისუფლებისთვის“, – წერს ზელენსკი.

აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა დღეს განაცხადა, რომ აშშ უყრაინას „M1 აბრამსის“ ტიპის 31 ერთეულ ტანკს გაუგზავნის.