ალექსანდრე რაქვიაშვილი: „ნაცმოძრაობა“ უკვე რაღაცნაირად დაშლილია, როგორც პარტია

ჩემი აზრით, „ნაციონალური მოძრაობა“ უკვე რაღაცნაირად დაშლილია, როგორც პარტია. ამ ადამიანებს ერთი გუნდის წევრებს ვერ დავარქმევთ. ორ დღეში გადაწყდება, როგორ დაიშლებიან – ვიღაც დატოვებს პარტიას, თუ მთლიანად დაიშლებიან. მე რთულად წარმომიდგენია, რომ ეს ხალხი ამ ყველაფრის შემდეგ, რაც ერთმანეთის წინააღმდეგ ილაპარაკეს, დასხდნენ და ერთად იმუშაონ, – ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში „გირჩის“ წევრმა, დეპუტატმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა.

„ჩემი აზრით, „ნაციონალური მოძრაობა“ უკვე რაღაცნაირად დაშლილია, როგორც პარტია. ამ ადამიანებს ერთი გუნდის წევრებს ვერ დავარქმევთ. ორ დღეში გადაწყდება, როგორ დაიშლებიან – ვიღაც დატოვებს პარტიას, თუ მთლიანად დაიშლებიან. მე რთულად წარმომიდგენია, რომ ეს ხალხი ამ ყველაფრის შემდეგ, რაც ერთმანეთის წინააღმდეგ ილაპარაკეს, დასხდნენ და ერთად იმუშაონ. მეორე საკითხია, რომ ამ არჩევნებით „ნაცმოძრაობას“ ჰქონდა სერიოზული შანსი, დაეწყოთ რაღაც დისკუსია, დებატები. არჩევნების გაყალბებაზე და მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე საუბრის იქით რომ რაღაც ნაბიჯი გადაედგათ. ეს არ მოხდა. მთავარი მოქმედი ფიგურები ერთმანეთს არც ელაპარაკებიან, ერთმანეთს ტელეეთერებიდან მიმართავენ. დავინახეთ, რომ იქ არის ინტერესთა ჯგუფები, რომლებიც ერთმანეთთან ფულის თუ პოლიტიკური ინტერესების გამო ვერ თანხმდებიან. ცხადია, რომ რომელიღაც გუნდი პარტიას დატოვებს – დაშლა იქნება ეს თუ რეფორმირება, ამას დრო გვაჩვენებს“, – აცხადებს დეპუტატი.