„აზოვი“ აცხადებს, რომ ბანდა ოფიციალურად შეუერთდა უყრაინის სახმელეთო ძალებს და ბახმუტში იბრძვის

“აზოვის” ბანდა ოფიციალურად შეუერთდა უყრაინის შეიარაღებულ ძალებს და უკვე იბრძვის ბახმუტში. ამის შესახებ ბანდის “იუთუბ” არხი იუწყება.

კერძოდ, აღინიშნება, რომ “აზოვის” ბანდა ბრიგადამდე იზრდება და უყრაინის შეიარაღებულ ძალებს როგორც მე-3 ცალკეული მოიერიშე ბრიგადა უერთდება.

“აზოვი” ფართოვდება და განმათავისუფლებელ ომში სულ უფრო დიდ ძალას იძენს. ამიერიდან ჩვენ მე-3 ცალკეული მოიერიშე ბრიგადა ვართ უკრაინის სახმელეთო ძალების შემადგენლობაში…

ახალი ბრიგადული დროშები უკვე იპყრობენ ფრონტს ყველაზე ცხელი, ბახმუტის მიმათულებით”, – ნათქვამია ბანდის მიერ გავრცელებულ ვიდეოში.

ბანდაში აღნიშნეს, რომ რაოდენობრივად მუდამ იზრდებიან, იღებენ და წვრთნიან ახალ მაღალმოტივირებულ მებრძოლებს.

“უყრაინის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში აზოვური ქვედანაყოფის ევოლუცია მომავალშიც გაგრძელდება”, – ნათქვამია განცხადებაში.