ნატო-ს ბრიუსელის შტაბბინაში 14-15 თებერვალს თავდაცვის მინისტრების დონეზე ჩრდილოატლანტიკური საბჭოს შეხვედრა გაიმართება.
შეხვედრას ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი უხელმძღვანელებს.
ალიანსის ხელმძღვანელი 13 თებერვალს პრესკონფერენციას გამართავს და დაგეგმილი მინისტერიალის შესახებ ისაუბრებს.
ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის მომდევნო შეხვედრა 14 თებერვალს ნატო-ს შტაბბინაში გაიმართება.