ჩვენს მიერ დასმულ კითხვაზე ლავროვის პასუხის შემდეგ, ყველა მხრიდან მკვეთრად გამწვავდა ჩვენ წინააღმდეგ შემოტევა

შოთა მარტინენკო – ჩვენს მიერ დასმულ კითხვაზე ლავროვის პასუხის შემდეგ, ყველა მხრიდან მკვეთრად გამწვავდა ჩვენ წინააღმდეგ შემოტევა.

„კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფოს“ ლიდერი შოთა მარტინენკო სოციალურ ქსელში პარტიის მხარდამჭერებისთვის განმარტებას აკეთებს, თუ რატომ არ გადის ბოლო პერიოდში „ალტ-ინფოზე“ გადაცემა „ალტ-ანალიტიკა“.

როგორც მარტინენკო აღნიშნავს, რუსეთში სერგეი ლავროვის პრესკონფერენციაზე, „ალტ-ინფოს“ ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ, მინისტრის მიერ გაკეთებულმა განცხადებამ მათ წინააღმდეგ შეტევები გააძლიერა.

„ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, ძალიან ბევრი ადამიანი გვეკითხება, ამ კვირაში რატომ აღარ გადის ჩვენი გადაცემა „ალტ-ანალიტიკა“, ამიტომ ჩვენი მხარდამჭერებისთვის განვმარტავ არსებულ ვითარებას: ბოლო პერიოდში და განსაკუთრებით ჩვენს მიერ დასმულ კითხვაზე ლავროვის პასუხის შემდეგ ყველა მხრიდან მკვეთრად გამწვავდა ჩვენ წინააღმდეგ შემოტევა, მათ შორის, ჩვენი დამფინანსებლების და შემომწირველების შევიწროვება, რამაც პარტია და ტელევიზია სერიოზული ფინანსური პრობლემების წინაშე დააყენა. ამ ვითარებიდან წარმოქმნილ საორგანიზაციო პრობლემებზე რეაგირებას ჩვენი მეტი ჩართულობა დასჭირდა, ამიტომ ფიზიკურად აღარ გვეცალა გადაცემისთვის. როგორც არ უნდა განვითარდეს მოვლენები, ეთერში უახლოეს დღეებში დავბრუნდებით და დეტალურად განგიმარტავთ, რა ვითარება და პერსპექტივებიც იქნება“ – წერს შოთა მარტინენკო.

წყარო: alt-info.ge