ძიძიგური: პერსონებს, რომლებიც ეროვნულ მოძრაობაზე ლაპარაკობენ, არ ჰყოფნით ის წონა და მასშტაბი, რომლითაც შესაძლებელია, ასეთი ტიპის პროექტი წამოიწყო

პერსონებს, რომლებიც ეროვნულ მოძრაობაზე ლაპარაკობენ, არ ჰყოფნით ის წონა და მასშტაბი, რომლითაც შესაძლებელია, ასეთი ტიპის პროექტი წამოიწყო – ამის შესახებ „კონსერვატიული პარტიის“ ლიდერმა ზვიად ძიძიგურმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

„24 თებერვალს რუსთაველზე არ გავალ. ეროვნულ მოძრაობაზე, როცა ვლაპარაკობთ, მე ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა მახსენდება. ისინი იყვნენ ადამიანები, რომლებმაც თავის ცხოვრების წესით და გმირობით დაამტკიცეს, რომ მათთვის სამშობლოა უპირველესი. ერთიც და მეორეც სამშობლოსთვის ბრძოლაში დაიღუპა. ახლა, როცა ვსაუბრობთ ეროვნულ გამათავისუფლებელი მოძრაობის დაწყებაზე და ლაპარაკობენ პერსონები, რომლებიც ლაპარაკობენ, მგონია, რომ მათ არ ჰყოფნით ის წონა და მასშტაბი, რომლითაც შესაძლებელია, ასეთი ტიპის პროექტი წამოიწყო. ამ პერსონებისგან, ეს არ არის ადეკვატური და ყურადღების მიპყრობის მცდელობა.

მკაფიო და ნათელი იყო მაშინდელი ეროვნული გამათავისუფლებელი მოძრაობის ამოცანა და მიზანი. მაშინაც რუსეთის წინააღმდეგ იყო ბრძოლა. 24 თებერვლის აქციას აკლია მკაფიო ამოცანა, რომელიც არ არის გამოკვეთილი. მაშინდელი ეროვნული განმათავისუფლებელი მოძრაობის ამოცანა არ ყოფილა ხელისუფლების შეცვლა, მიუხედავად იმისა, რომ კომუნისტური ხელისუფლება იყო. ხელისუფლების შეცვლა არის მეორეხარისხოვანი, ტექნიკური თემა“, – განაცხადა ძიძიგურმა.