იური იგნატი – ბელარუსში ავიაციის მანევრები ფსიქოლოგიური ფაქტორია, განსაკუთრებული საშიშროება ჯერ არ არსებობს

ბელარუსში ავიაციის მანევრები ფსიქოლოგიური ფაქტორია, განსაკუთრებული საშიშროება ჯერ არ არსებობს, – ამის შესახებ უყრაინის სამხედრო-საჰაერო ძალების პრესსპიკერმა იური იგნატმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ბელარუსში ერთიანი არმიის შექმნის მიზნით განლაგებულია რუსეთის საავიაციო დაჯგუფება, რომელიც გაერთიანებული ხელმძღვანელობის ქვეშ იმუშავებს.

„მათი მანევრები გასათვალისწინებელია. კერძოდ, გუშინდელი საჰაერო განგაშები სწორედ ბელარუსის ტერიტორიაზე მტრის ავიაციის აქტივობებს უკავშირდება”, – აღნიშნა იგნატმა.

მისი თქმით, „ეს ფსიქოლოგიური ფაქტორია, განსაკუთრებული საფრთხე ამ მიმართულებით ამ დაჯგუფებას არ გააჩნია“.

მან აღნიშნა, რომ „შაჰიდების” და ფრთოსანი რაკეტების ჩამოგდებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობენ პარტნიორების მიერ მოწოდებული საჰაერო თავდაცვის სისტემები. იგნატის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია უყრაინისთვის დასავლური ტიპის თვითმფრინავების გადაცემაც.

„მაგალითად, F-16 გამანადგურებლები. დღევანდელ პირობებში ასეთი თვითმფრინავი ყველაზე მოსახერხებელი იქნებოდა. ასეთი თვითმფრინავები შესაძლოა, როგორც საჰაერო თავდაცვის ნაწილი, ასევე ჩვენი ტერიტორიის დეოკუპაციისთვის მიზნით მტრის წინააღმდეგ დარტყმების მისაყენებელი ძალა გამხდარიყვნენ”, – განაცხადა იგნატმა.