ფრენების შეზღუდვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება რუსეთის მხრიდან იყო მიღებული, მათი მხრიდან იყო საქართველო სანქცირებული და თუ ეს გადაწყვეტილება იქნება მოხსნილი, ამაში ცუდი რა არის?, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
კახა კალაძის თქმით, რუსეთის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლის მიუხედავად უყრაინელები თავს კომფორტულად გრძნობენ და არანაირი პრობლემა არ გააჩნიათ.
“ამდენი რუსეთის მოქალაქე შემოვიდა ბოლო თვეების განმავლობაში საქართველოში და ძალიან მარტივია, დავუსვათ კითხვა უკრაინის მოქალაქეებს, გრძნობენ თუ არა ისინი უსაფრთხოდ თავს ქვეყანაში, ჩვენს დედაქალაქში, რამდენად მოსწონთ მათ საქართველოში ცხოვრება. მე ვფიქრობ, რომ საერთოდ არანაირი პრობლემა არ გააჩნიათ ამ ადამიანებს, ისინი ძალიან კომფორტულად არიან, იციან, რომ ჩვენ ვართ სტუმართმოყვარე ხალხი, ვიცით მეგობრობა, ხელის გაწვდენა გაჭირვების დროს, დანარჩენი არის პოლიტიკური სპეკულაცია”, – განაცხადა კახა კალაძემ.
ცნობისთვის, ანდრეი კასიანოვმა უყრაინულ გამოცემა „ევროპეისკაია პრავდასთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოში უყრაინის საელჩო არ გამორიცხავს უყრაინის მოქალაქეების ევაკუაციის შესაძლებლობას, „თუ მათ საფრთხე დაემუქრებათ საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის აღდგენისა და რუსების მასიურად შემოდინების შემთხვევაში“.