აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ევროპაში ჩასვლას აპირებს. მედიის ცნობით, მისი ვიზიტი 24 თებერვალს რუსეთის-უყრაინის ომის წლისთავთან იქნება დაკავშირებული. ამის შესახებ NBC -ი იუწყება.
ამავდროულად, NBC-ის ცნობით, განიხილება რამდენიმე ქვეყანა, რომელთაც შესაძლოა, აშშ-ის პრეზიდენტი ეწვიოს, მათ შორის არის პოლონეთი.
მედია წერს, რომ ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ასევე განიხილავენ თებერვლის ბოლოს უყრაინის სამხედრო დახმარების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პაკეტის გამოცხადებას.