შალვა ხაჭაპურიძე: ნარკომანიაზე, კოვიდზე ტესტი ავიღე! ახლა ფეხმძიმობაზე არ მომთხოვდეს ტესტს ,,ვავამედი” და არ ვჩივარ არაფერს

ამის შესახებ საქართელოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატი, შალვა ხაჭაპურიძე სოციალურ ქსელში წერს.

„ნარკომანიაზე ტესტი ავიღე, კოვიდზე ტესტი ავიღე! ახლა ფეხმძიმობაზე არ მომთხოვდეს ტესტს ,,ვავამედი” და არ ვჩივარ არაფერს“ – წერს ხაჭაპურიძე.

ცნობისათვის,”ვივამედის” დირექტორმა, ნინო ნადირაძემ შალვა ხაჭაპურიძის მისამართით აღნიშნა:  „მიმყარდება ეჭვი მის ნარკოდამოკიდებულებაზე, რომელსაც აქტიურად განიხილავდნენ ბატონები ჩალაძე და ბარამაშვილი ჩემი და ჩემი მოადგილის თანდასწრებით“.