სლოვაკეთი მზად არის, უყრაინისთვის მიგ-29 თვითმფრინავების გადაცემა განიხილოს

სლოვაკეთი მზად არის, უყრაინისთვის საკუთარი მიგ-29 თვითმფრინავების გადაცემა განიხილოს. ამის შესახებ სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრმა იაროსლავ ნადმა განაცხადა.

“თვითმფრინავები ახლა სლოვაკეთის ერთ-ერთ ბაზაზე იმყოფებიან, და ახლა მზად ვართ, უყრაინისთვის ამ თვითმფრინავების გადაცემა განვიხილოთ. სლოვაკეთის მთავრობისგან ველით გადაწყვეტილებას”, – განაცხადა ნადმა.

მან აღნიშნა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით სლოვაკეთის მთავრობა უყრაინის დაინტერესებას გაითვალისწინებს, ისევე როგორც მოკავშირე ქვეყნების პოზიციას.

“ჩვენ ახლა განვიხილავთ ამას, ჩვენ მათი [თვითმფრინავების] გადაცემა სწორედ უკრაინისთვის გვინდა”, – აღნიშნა სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრმა.